აშშ-ის სანქციებში საქართველოს VTB ბანკის ფილიალი მოხვდა-რომან გოცირიძის პირველი კომენტარი

gociridze

ქვეყანამ დაკარგა შიდა იმუნიტეტი მოქნილობა ბიუჯეტი გახდა სხვანაირი -რომან გოცირიძეაშშ-ს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სიებში რუსეთის ის სანქცირებული ფიზიკური პირები და ორგანიზაციები მოხვდნენ,რომელთა ანგარიშები აშშ-ში გაიყინებიან (SDN) და მეორე: რომელთა მიმართ სექტორალური სანქციები განხორციელდება ანუ ამერიკულ კომპანიებს, გრძელვადიანი ფინანსირება ეკრძალებათ (SSIL).სექტორალური სანქციების ქვეშ მოყოლილ მრავალ რუსულ კომპანიას შორის არის VTB ბანკი და მისი მრავალი შვილობილი.მათ შორის საქართველოს VTB ბანკი.

როგორც ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, “ეკონომიკური განვითარების ცენტრის” თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ “თაიმერს” განუცხადა არაა საჭირო პანიკის ატეხვა. შეზღუდვები მხოლოდ ამერიკის ფინანსური ინსტიტუტებიდან სესხის აღების შეზღუდვას ეხება. ბანკის მეანაბრებს და კლიენტურას არაფერი ემუქრება”-აცხადებს რომან გოცირიძე.

წყარო

banner
წინა სტატიაშიჯუმბერ კირვალიძე:”უვიზო მიმოსვლით დაიწყება და დეოკუპაციით დასრულდება”?!
შემდეგი სტატიაობამას დაცვის წევრს იარაღი და ეკიპირება მოპარეს…