აკაკი მინაშვილი სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს.

აკაკი მინაშვილი სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს.

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრაპარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი სკანდალურ სატელეფონო ჩანაწერებს ავრცელებს.

მისი თქმით, ზუგდიდში, 11 იანვარს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოწყობილი მიტინგი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული.

ამის შესახებ მინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ის ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც ისმის თუ როგორ გეგმავენ გამგებლები მოსახლეობის გაყვანას ბაჩო ახალაიას წიგნის პრეზენტაციის წინააღმდეგ დაგეგმლ აქციაზე.

“ჩვენ ახლა მოგაწვდით მასალას, რომელიც ეხება 11 იანვარს ზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის „სოხუმი ჩემი იერუსალიმის” პრეზენტაციას, რომელიც დანიშნული იყო 3 საათზე. იმავე დღეს 12:00 საათზე ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლასთან გაიმართა აქცია. ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მოქალაქეების აქცია, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს ბაჩო ახალაიას და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. თუმცა, საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ დადასტურდა ის მექანიზმი, რომლითაც მუშაობს ხელისუფლება, როგორ აგროვებს ხალხს, როგორ იყენებს სახელისუფლებო ბერკეტს იმისთვის, რომ მოქალაქეები აიძულონ მივიდნენ ამა თუ იმ ღონისძიებაზე, ამა თუ იმ შეკრებაზე”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალი დემოკრატები“ ადიგენის მოსახლეობას შეხვდნენ
შემდეგი სტატიაბაღდადში კომენდანტის საათის მოხსნიდან რამდენიმე საათში აფეთქება მოხდა