650 ათასი ლარი ბიუჯეტიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის – სასამართლო დავები და “საიას” კვლევა

ბოლო 5 წლის განმავლობაში უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომლებს განაცდურის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან 650 ათასი ლარი გადაუხადეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გამოითხოვა და კვლევას დღეს გაასაჯაროებს. საია-ში ამბობენ, რომ სამინისტროებსა და თვითმმართველ ქალაქებს 384 ყოფილი თანამშრომელი ედავება, საქმეების მესამედი უკვე დასრულებულია, აქედან უმეტესობა სახელწმიფომ წააგო. „საია-ში“ განმარტავენ, რომ უკანონო გათავისუფლებების გარდა, კიდევ ერთი პრობლემა წაგებული საქმეების საჯარო უწყებების მიერ სამივე ინსტანციაში გასაჩივრებაა, რის გამოც ბიუჯეტის ხარჯი კიდევ უფრო იზრდება.

banner
წინა სტატიაშისემეკში დღეს საჯარო სხდომა გაიმართება
შემდეგი სტატიანაციონალებმა სააკაშვილთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს