ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დასაქმებასთან დაკავშირებით ხელისუფლების განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, დღევანდელმა დღემ დაადასტურა,რომ მისი პროგრამის მთავარი კომპონენტი სრულად რეალურია და განხორციელებადი.
,,აუცილებელია მთავრობამ სწრაფად და ეფექტურად იმუშაოს ამ მიმართულებით, კარგია დღევანდელი შეთანხმება , მაგრამ 650 ადამიანის დასაქმება ეს არის ზღვაში წვეთი იმიტომ რომ ასობით ათას ოჯახს, ქართველი ემიგრანტების ოჯახს, ჭირდება დახმარება. ამიტომ, უნდა ვიმუშაოთ გერმანიასთანაც , რომლის კანცლერი თბილისში ყოფნის დროს დაგვპირდა დახმარებას, უნდა ვიმუშაოთ ევროკავშირთანაც , სადაც ევროპარლამენტში ჩემს მიერ უკვე დაყენებულია ეს საკითხი და ძალიან ბევრი ევროპარლამენტარი მხარს უჭერს შრომის ბაზრის გახსნას საქართველოსთვის. უცხოეთში ლეგალური დასაქმება იყო ჩემი საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთი მთავრი კომპონენტი და დღევანდელმა დღემ დაადასტურა რომ ეს იყო სრულიად რეალური და განხორციელებადი დაპირება “-აცხადებს დავით ბაქრაძე