11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

65 წლამდე მამაკაცს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა – თბილისში განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით – 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, 1971 წელს დაბადებულ ვ.ლ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მკვლელობაში ბრალდებული ბ.ბ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიად ჩამოყალიბდა
შემდეგი სტატიაBloomberg-ი: რუსეთში ბიუჯეტის დეფიციტია, უკრაინაში ომი პუტინს ძვირი უჯდება, რის გამოც, შესაძლოა, იძულებული გახდეს სამშვიდობო შეთანხმებას სწრაფად დათანხმდეს