65 წლის ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს

news
ავტ.: news ივნისი 3, 2015 14:49

65 წლის ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი იპოვეს

თემქაზე მეზობლებმა 65 წლის ქალბატონი საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მათი ინფორმაციით, სახლში შესვლისას სისხლის კვალი დახვდათ. მათივე თქმით, ქალბატონი მარტო ცხოვრობდა და ჰყავდა ერთი შვილი, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება.

როგორც მეზობლები ამობებენ, გარდაცვლილი წლების განმავლობაში საბერძნეთში სამუშაოდ იმყოფებოდა. ის საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

წინასწარი ინფორმაციით, ქალბატონი ყაჩაღობის მიზნით მოკლეს. გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზისთვის ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითაა აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

news
ავტ.: news ივნისი 3, 2015 14:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,681
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics