პოლონელმა ექსპერტებმა ოქროთი სავსე მატარებელი ვერ იპოვეს

პოლონელმა ექსპერტებმა “ნაცისტური საგანძურის” კვალი ვერ იპოვეს მიწისქვეშა გვირაბში, ქალაქ ვალბჟიხში – ინფორმაციას “ბიბისი ნიუსი” ავრცელებს. ექსპერტების თქმით, ძებნა წარმატებით არ დასრულებულა: მიწისქვეშა გვირაბი არსებობს, მაგრამ რკინიგზის რაიმე სახის კვალი არ აღინიშნება.

31 აგვისტოს პოლონეთის ქვემო სილეზიის გუბერნატორმა ტომაშ სმოლაშმა განაცხადა, რომ მიწისქვეშა განძის შესახებ არც პირველადი წყაროები და არც შემდგომი დაამტებითი ინფრომაცია არ ყოფილა დამაჯერებელი, თუმცა, ამის მიუხედავად, ძებნა გაგრძელდა.

მიმდინარე წლის აგვისტოს შუა რიცხვებში იურიდიული ფირმის ორმა კლიენტმა მთავრობას მიმართა შეტყობინებით, რომ მათ დაახლოებით 70 მეტრის სიღრმეში იპოვეს გვირაბი, სადაც, მათი მტკიცებით, ცნობილი ნაცისტური მატარებელი იყო, რომელსაც აუშვიციდან გერმანიაში ოქროები გადაჰქონდა.
მატარებლის შესახებ ლეგენდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებობს. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ის სინამდვილეს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშირაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ახალი თარიღი რამდენიმე დღეში დასახელდება
შემდეგი სტატია“თუ ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, პრეზიდენტს ჰქონდა პირდაპირი ვალდებულება, რეაგირება მოეხდინა”