63 ხელოვნურად შექმნილი ავტოავარია სადაზღვეო კომპანიისთვის თანხის გამოძალვის მიზნით – პოლიციამ რუსთავში თაღლითური სქემის ორგანიზატორები დააკავა

რუსთავში დააკავეს ჯგუფი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში 63 ხელოვნურ ავტოავარიას აწყობდა და სადაზღვევო კომპანიებს კანონიერი ანაზღაურების სახელით თანხას გამოძალავდა. საგამოძიებო ინფორმაციით, თაღლითური სქემის ორგანიზატორები მიზანმიმართულად იმიტირებდნენ შეჯახებებს და დაზიანებებს, რათა თანხა არამართლზომიერად მიეღოთ.

ბრალდებულებს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები სასამართლოს გადაწყვეტილებით უკვე წინასწარ პატიმრობაში არიან.

banner
წინა სტატიაშიPOLITICO: “აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლების მოლაპარაკებები პუტინთან შედეგის გარეშე დასრულდა”
შემდეგი სტატიადადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში