61-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მოხდა

თბილისში, 61-ე საჯარო სკოლაში ორ მე-11 კლასელს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ადგილზე მანდატურის სამსახურმა გამოიძახა. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია და სამართალდამცველები ვითარებაში ერკვევიან.

არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეებს მცირე დაზიანებები აქვთ მიყენებული.

სკოლასთან გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშითავმოკვეთილი თემიდა და ლევან მურუსიძე – საპროტესტო კარიკატურები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკში-დაშავებულია 17 ადამიანი