მედეა ვასაძე დაკითხვაზე იმყოფება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძე დაკითხვაზე დაიბარეს. დეპუტატი ბათუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოში 11:00 საათზე მივიდა.

როგორც ვასაძემ განაცხადა, გამოძიებას კითხვები სავარაუდოდ სამუფთოს რეზიდენციის შესაძენად ცენტრალური ბიუჯეტიდან დახარჯულ 4,5 მილიონ ლართან დაკავშირებით აქვს.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ მას კითხვებს არჩილ ხაბაძის და დავით ბალაძის კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობაზე დაუსვამენ.

„დაკითხვა ეხება კონკრეტულ თემას, რომელიც დაკავშირებულია ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 4,5 მილიონი ლარით შესყიდული ქონების შეუსაბამობას გადახდილ თანხასთან. ეს ქონება არის მუსლიმთა სამმართველოზე გადაცემული 2 შენობა. მასში გადახდილია, 4,5 მილიონი ლარი. თუმცა ტერიტორია ნაგებობებთან ერთად ჯამში მხოლოდ 1 მილიონი ლარის ღირებულებისაა“, – განაცხადა ვასაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 47 პირი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატია“პირი, რომელიც პოლიციას არარეგისტრირებულ იარაღს ნებაყოფლობით ჩააბარებს, თავისუფლდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან”