„600 მეტრზე ვიყავი მე… უცებ გამოვიხედე და გასასვლელი აღარ არის” – მეშახტე

„600 მეტრზე ვიყავი მე… უცებ გამოვიხედე და გასასვლელი აღარ არის. დაბნელებული ყველაფერი, ხელის ფათურით, ბოდიალით, ნელ-ნელა… იმ ჰორიზონტზე ბევრი ხალხი იყო, მაგრამ არსაიდან სინათლე აღარ ჩანდა“- ტყიბულის შახტაში მომხდარ აფეთქებას დაშავებული იხსენებს. მისი თქმით, აფეთქების შემდეგ შახტიდან გამოღწევას თანამშრომლები საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.
დღეს დილით, შახტაში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 მეშახტე დაიღუპა 6 კი დაშავდა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ორი დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა, ხოლო ერთი მეშახტის მდგომარეობა მძიმეა და ექიმების განცხადებით, უცნობია დაექვემდებარება თუ არა ის ტრანსპორტირებას.

banner
წინა სტატიაშითადუმაძის მოსმენას კომიტეტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ ესწრება
შემდეგი სტატიაგლდანში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა