600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე სამი თვით გადასახადისგან გათავისუფლდება

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2020 14:10

600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული, სამი თვით იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მერია განაგრძობს ღონისძიებების გატარებას, კორონავირუსის გავრცელებისგან მოსახლეობის დაცვის და შექმნილ ვითარებაში მეწარმეთა მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით.

„მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გავათავისუფლეთ მთელი წლის გადასახდელი თანხისგან ღია კაფე-ბარების მეპატრონეები, რომელთაც იჯარით ჰქონდათ ტერიტორია აღებული თბილისის მუნიციპალიტეტისგან. დღეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამი თვით, იჯარის გადასახადისგან გავათავისუფლოთ ის 600-მდე მცირე და საშუალო მეწარმე, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობისთვის მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ან ფართი აქვთ მერიისგან იჯარით აღებული. ამ მეწარმეებს, თბილისის მერია გაათავისუფლებს – მარტის, აპრილის და მაისის თვის, იჯარის გადასახადისგან. ამ შეღავათის ფორმალიზების მიზნით ხელშეკრულებებში ცვლილებები ეტაპობრივად. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული შეღავათით სარგებლობის შემთხვევაში, მეიჯარე ვალდებულია ამ შეღავათის პირობები გაავრცელოს ქვემოიჯარეებზეც, თუ კი მას იჯარით აღებული ქონება ქვეიჯარით აქვს გაცემული. შესაბამისად, თუკი კონკრეტულ მეწარმეს იჯარით აქვს აღებული ფართი და შემდეგ სხვა პირებზე აქირავებს, შეღავათი ყველა მათგანს შეეხება. აქედან გამომდინარე, შეღავათით რეალურად 600 მოიჯარე მეწარმეზე ბევრად მეტი პირი ისარგებლებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, ძირითადად შეეხება მცირე და საშუალო მეწარმეებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა, კიდევ ერთხელ მოუწოდა მოქალაქეებს მაქსიმალური სიზუსტით შეასრულონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ გაცემული რეკომენდაციები.

„უმნიშვნელოვანესია, რომ დავიცვათ პირადი ჰიგიენის წესები, ადამიანებთან კომუნიკაციის დროს საჭირო მანძილი, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში არ გავიდეთ გარეთ, დავრჩეთ სახლებში, განსაკუთრებით მოვერიდოთ თავშეყრის ადგილებს. ვირუსის გავრცელების პრევენციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება, არსებული რეკომენდაციების შესრულებაა. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლ თითოეულ ადამიანს, თითოეულ ექიმს. დარწმუნებული ვარ შესაბამისი უწყებებისა და საზოგადოების კოორდინირებული ნაბიჯებით ამ გამოწვევას აუცილებლად გავუმკლავდებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 19, 2020 14:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,860
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics