600 ეკლესია მაქვს აშენებული, მათ შორის ბაგრატის ტაძარი – მიხეილ სააკაშვილი

„ჩემ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი…, – ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა გიგა ბოკერიაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომ ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, ქართულ ტრადიციებისა და ქრისტიანობის საწინააღმდეგოა.

„ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის,- განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ კი შეახსენა, რომ მსგავსი ბრალდებები აქვს „ქართულ მარშს, ირმა ინაშვილს, ყველა ანტიდასავლურ და პრორუსულ ძალას და მეტიც, იგივე ბრალდებები აქვთ მის მიმართაც.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გიგა ბოკერიასგან განსხვავებით მართლმადიდებელი ქრისტიანია, ატარებს ჯვარს და 600 ეკლესია ააშენა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: უახლოეს თვეებში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას