26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

60 000 ლარამდე ზარალი სავაჭრო ობიექტს: თბილისში სამი არასრულწლოვანი დააკავეს

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით,  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, არაერთგზის ჩადენილი ქურდობის ბრალდებით სამი არასრულწლოვანი დააკავეს.

“დაკავებულები თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძებნებოდნენ და მათ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად ჰქონდათ შეფარდებული.
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტს 60 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიადგა.

სამართალდამცველებმა ძებნილი არასრულწლოვანი პირები სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს”,_ აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშირუსეთში საწვავის დეფიციტის გამო ბენზინგასამართმა სადგურებმა შეზღუდვები დააწესეს
შემდეგი სტატიაპოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღები და ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი