60 ათასი 100 წელზე მეტი ხნის იაპონელი

იაპონიაში 100 წელზე მეტი ხნის ასაკის ხანდაზმულების რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით Japan Today ავრცელებს.
უწყების პროგნოზით, 15 სექტემბერს იაპონიაში (მსოფლიო ამ დღეს ხანშიშესულთა დღეს აღნიშნავს) 100 წელზე მეტი ხნის 61 668 მოქალაქე იქნება.

გარდა ამისა, 100 წლიანი ზღვარი 2015 წელს 30 379 ადამიანმა გადალახა.

15 სექტემბერს ყოველი მათგანი იაპონიის მთავრობისგან წერილებს და საჩუქრებს მიიღებს: მათ, როგორც წესი საკეძუკებს ჩუქნიან – ვერცხლის ჭიქებს საკესთვის, რომელიც დაახლოებით 7 ათასი იენი ღირს.

Japan Today -ის ცნობით, 100 წელს გადაბიჯებული ხანდაზმულებიდან 87% ქალბატონია. ამასთანავე, გამოცემა გვახსენებს, რომ სწორედ იაპონიაში ცხოვრობს მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც 112 წლის არის.
იაპონელი მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 80 წელია, იაპონელი ქალბატონების – 86,8 წელი.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლის შეფასებით, სასამართლოს მიმართ გიგი უგულავას განცხადება არაეთიკურია
შემდეგი სტატიათავდაცვის მინისტრმა ესტონეთში ვიზიტი დაასრულა