6-წლიანი კლების შემდეგ, რკინიგზაში წელს ტვირთბრუნვის ზრდას ვარაუდობენ

გასულ წელს „საქართველოს რკინიგზის“ ტვირთბრუნვა კვლავ შემცირდა და 10 მილიონ ტონაზე ოდნავ მეტი შეადგინა. კომპანიის გენერალური დირექტორის დავით ფერაძის განცხადებით, ტვირთბრუნვის კლების ტრენდი შემცირებულია. წელს კი ფერაძე მაჩვენებლის გაზრდას ვარაუდობს.

„განსაკუთრებით, საუბარია მშრალ ტვირთებზე – ქვანახშირი, ხორბალი, კარბამიდი. ამ ტვირთების გადაზიდვა ხდება ცენტრალური აზიიდან“, – აღნიშნა ფერაძემ.

რკინიგზის ხელმძღვანელის განცხადებით, 2018 წელი კომპანიისთვის რეკორდული იყო კონტეინერების მიმართულებით. კერძოდ, 302 პროცენტით გაიზარდა კონტეინერების გადაზიდვა ჩინეთიდან ევროკავშირის მიმართულებით.

საქართველოს დერეფანში ტვირთების შემცირების ტენდენცია 2012 წლის შემდეგ შეინიშნება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ნავთობია, რომლის ტრანსპორტირება რკინიგზის ნაცვლად მილსადენებით ხდება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი განათლების სფეროში ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან