6 წელია „ქართული ოცნება“ მართავს სახელმწიფოს და ერთადერთი, რის ექსპორტსაც ევროპაში ეწევით, ეს არის კრიმინალი

6 წელია „ქართული ოცნება“ მართავს სახელმწიფოს და ერთადერთი, რის ექსპორტსაც ევროპაში ეწევით, ეს არის კრიმინალი, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა კრიმინალურ დერეფნად გადაიქცა.

„თქვენ ჩამოგვითვალეთ ბიუროკრატიული ღონისძიებები, მაშინ, როდესაც ქვეყანა მართლაც დგას კატასტროფის წინაშე. თქვენ მემკვიდრეობაში ჩვენი ხელისუფლებიდან ორი მნიშვნელოვანი რამ მიიღეთ – თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან და უვიზო მიმოსვლა. აღმოჩნდა, რომ 6 წელი „ქართულმა ოცნებამ“ მართა ეს სახელმწიფო და ერთადერთი, რის ექსპორტსაც ევროპაში ეწევით, ეს არის კრიმინალი. თქვენი ხელისუფლების პირობებში ეს ქვეყანა გადაიქცა კრიმინალურ დერეფნად. მე მაინტერესებს თქვენი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოსაზრება, სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ მოვისმინეთ, რომ თქვენმა ხელისუფლებამ საზღვარზე გააცილა ერთ-ერთი მორიგი კრიმინალი, სავარაუდოდ, ეს ადამიანი ალბათ ევროპაში წავიდა. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ მსგავსი დამოკიდებულება ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებთან, ის, რომ თქვენი პოლიტიკური ძალა პირდაპირ თანამშრომლობს ორგანიზებულ დანაშაულთან, აზიანებს ამ ქვეყნის მთავარ პრიორიტეტს, რაც არის ამ ქვეყნის ევროპული მომავალი? ვის აწყობს ის, რომ დღეს საუბარია უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე?“ – მიმართა სამადაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს, რომელსაც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში საცხოვრებელ სახლს ესროლეს
შემდეგი სტატიაპოლიტიკოსები, რომლებიც თავს დებენ, რომ ევროპული ინტეგრაცია აინტერესებთ, ამ საკითხში მაინც იყვნენ კონსტრუქციული