6 წელი მიესაჯა პირს, რომელსაც, შშმ პირი ორი თვის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი

შიდა ქართლში 6 წელი მიესაჯა პირს, რომელსაც, შშმ პირი ორი თვის განმავლობაში ოთახში ჰყავდა გამოკეტილი – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა qartli.ge ავრცელებს.

პროკურორ ოთარ დოხნაძის განცხადებით, მსჯავრდებული, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ვინაიდან აღარ სურდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოვლა, რადგან მიაჩნდა, რომ იგი თავისი ოჯახისათვის წარმოადგენდა ზედმეტ ტვირთს, გერს, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო გადაადგილება, თავის მოვლა და კვება, თავისუფლება აღუკვეთა და არაადამიანურად ეპყრობოდა

“2022 წლის მარტიდან 5 მაისამდე პერიოდში ჩაკეტილი ჰყავდა სახლის საცხოვრებლად უვარგის, მცირე ზომის ოთახში, რომელშიც დაზარალებულს არ ჰქონდა ცხოვრებისათვის აუცილებელი პირობები, არ იყო უზრუნველყოფილი მედიკამენტებით, არ ჰქონდა სათანადო მოვლა და კვება, რის გამოც იგი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ და ფსიქიკურ ტკივილსა და მორალურ ტანჯვას”, – აღნიშნა პროკურორმა.

გარდა ამისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს დამატებით დაეკისრა ჯარიმა – 2000 ლარი.

banner
წინა სტატიაშილომჯარია: პრემიერის მართულმა ანტიკორუფციულმა დღეს დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა სოფელ არცევის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს-სუს-ის განცხადება