“6 თვეა ციხეში ვზივართ ბრალდების ვარაუდის გამო”- რჩეულიშვილმა სასამართლოს მიმართა

“ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განცხადება გააკეთა. რჩეულიშვილი ამბობს, რომ ის და მაია რჩეულიშვილი უდანაშაულოები არიან და იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო მათი გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობას დააკმაყოფილებს:

“იურისპრუდენციასთან ბავშვობიდან მაქვს შეხება და მასში არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია. მე და დედაჩემი ვართ უდანაშაულოები, სანამ სასამართლო არ გამოგვიტანს განაჩენს. 6 თვეა ციხეში ვზივართ ბრალდების ვარაუდის გამო და იქამდე მივიდა საქმე რომ დედაჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში მოხვდა. თქვენ პირველად იხილავთ ჩვენს აღკვეთის ღონისძიებას, იმედია, გამოიჩენთ სიმტკიცეს და დააკმაყოფილებთ ჩვენთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობას”, – განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.

გურამ რჩეულიშვილის ინტერესების დამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას 150 ათას ლარიანი გირაოთი ითხოვს, ხოლო მაია რჩეულიშვილის – 50 ათას ლარიანი.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ეკონომიკურ გუნდთან კომუნიკაცია 24 საათიან რეჟიმში გვაქვს- ბესელია
შემდეგი სტატიაე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალიას 12 წლით, გია დგებუაძეს კი, 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ