6 რჩევა, როგორ დავიცვათ ხმები – ელენე ხოშტარიამ ამომრჩეველს ინსტრუქციები გააცნო

6 რჩევა, როგორ დავიცვათ ხმები – ელენე ხოშტარიამ ამომრჩეველს ინსტრუქციები გააცნო იმისთვის, რომ გაყალბება, ე.წ. კარუსელები და მანიპულაციები მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან:

1. ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენი ხელმოწერა იყოს თქვენივე გვარის გასწვრივ.

2. ბიულეტენი არ უნდა იყოს დაზიანებული – ცუდად მოხეული და დაზიანებული ბიულეტენი ბათილდება;

3. ბიულეტენს რეგისტრატორმა აუცილებლად უნდა მოაწეროს ხელი და დაარტყას ბეჭდი

4. ე.წ. მეტკა – არსად არ უნდა იყოს მონიშნული ადგილი სამაგიდო სიაზე;

5. ბიულეტენზე მკაფიოდ უნდა იყოს შემოხაზული სასურველი კანდიდატი, იმისთვის რომ არ გახდეს სადაო (სხვა ნიშანი არ დაიტანოთ ბიულეტენზე);

6. კარგად დახურეთ კონვერტი, სადაც ბიულეტენბს ჩადებთ. (გადმოყრილი ბიულეტენები ბათილდება)

banner
წინა სტატიაშიდეგნანი – საქართველოს მშვიდი არჩევნები სჭირდება
შემდეგი სტატიადეგნანი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირი საქართველოში არჩევნებზე გზავნის დამკვირვებლებს