6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

6 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.  გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს იწვიმებს, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში დღისით 13-18 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში კი დღეს უნალექო, მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში დღისით 14-19 გრადუსია მოსალოდნელი.

6 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 17-22 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი, დღისით – 11-16 გრადუსი იქნება;

7 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ასევე თბილის და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დაბლობში 19-24 გრადუსია; აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 13-18 გრადუსი;

უნალექო ამინდი საქართველოში 10 ნოემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოში ღამით მთაში შესაძლებელია დაფიქსირდეს ყინვა -2 გრადუსამდე, მაღალმთაში -8 გრადუსამდე; სამხრეთ საქართველოში კი, ღამით -7-9 გრადუსი იქნება.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციამ მოსახლეობას ალეპოს დატოვება აუკრძალა
შემდეგი სტატიაწავკისში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს