6 მარტს მთელს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

6 მარტს საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4-5 მარტს დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 23-25 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში – 18-23 გრადუსის ფარგლებში.

6 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ზოგგან ძლიერად. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დასავლეთის ქარი გაძლიერდება, რომლის სიჩქარე წამში 17-22 მ იქნება. შედეგად, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 23 გრადუსიდან 15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი ჰაერის ტემპერატურა 17 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება. მაღალმთიან რაიონებში ზოგან მოთოვს, კერძოდ, გუდაურში. მესტიაში თოვლჭყაპი იქნება. ბაკურიანში იწვიმებს.

7 მარტიდან საქართველოში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. მზიან ამინდს სინოპტიკოსები საქართველოში 11 მარტის ჩათვლით პროგნოზირებენ.

banner
წინა სტატიაში“თუ ვინმეს დანაშაული გამოიკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება”
შემდეგი სტატიაქუთაისში დამზადებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა ექსპორტზე პოლონეთსა და პორტუგალიაში გავიდა