20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

6 დაღუპული და 42 დაჭრილი – რუსეთის მორიგი თავდასხმა სუმის რეგიონში

უკრაინის ეროვნული პოლიციის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის სუმის რეგიონის 13 თემი დაბომბეს. თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 42-ს შეადგენს.

ყველაზე მძიმე ვითარება სუმში დაფიქსირდა, სადაც რუსულმა ძალებმა მართვადი საავიაციო ბომბები გამოიყენეს. თავდასხმას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 13 წლის გოგონასი და 27-დან 67 წლამდე ასაკის ოთხი მამაკაცის.

42 დაშავებულს შორის 4 არასრულწლოვანია: ახალშობილი გოგონა, 10 და 12 წლის გოგონები და 13 წლის ბიჭი. დაშავებულთა შორის ასევე არიან ქალები (18-დან 80 წლამდე) და მამაკაცები (20-დან 87 წლამდე).

დრონით თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ქალი, 45 და 66 წლის.

აფეთქების შედეგად დაიღუპა 46 წლის მამაკაცი, ხოლო რუსული დრონის იერიშის შედეგად 53 წლის მამაკაცი დაიჭრა.

უკრაინის პოლიცია აგრძელებს ფაქტების დოკუმენტირებას, რათა დადგინდეს რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმების მასშტაბი.

banner
წინა სტატიაში“ზარალი მასშტაბურია”- სახელმწიფო რწმუნებული თელავში მომხდარ სტიქიაზე
შემდეგი სტატიაჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის საპასუხოდ აშშ-მა ირანის სამხედრო ობიექტები დაბომბა