6 აპრილს სოხუმის საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა

სოხუმში ისკანდერის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში სოხუმის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი დაიხურა (SIFF) დაიხურა.
ფესტივალის დაწყებამდე გავრცელებული ინფორმაციით, მასში 16 ქვეყნის 32 ახალგაზრდა რეჟისორი მონაწილეობდა.
SIFF-ის (Sukhum International Film Festival) საორგანიზაციო კომიტეტმა მანამდე გამოქვეყნა, რომ ფესტივალში მონაწილეობაზე განაცხადი 3 ათასამდე რეჟისორმა გააკეთა, მათ შორის, ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ირანიდან, მაროკოდან და სხვა.
ფესტივალის დაწყებამდე საქართველოს საგარეო უწყებამ “თაიმერთან” სოხუმის საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: “აღნიშნული პირების (ფესტივალის მონაწილეების – რედ.) სოხუმში ჩასვლა ატარებს კერძო ხასიათს. ისინი არ წარმოადგენენ რომელიმე ქვეყანას”, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ფესტივალში მონაწილე პირების ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ მათ პროგრამაში მოხსენიებულ პირებს/რეჟისორებს მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და მისცეს მკაფიო რეკომენდაცია, თავი შეიკავონ აღნიშნული რეგიონის ვიზიტისაგან”, ამასთანავე, ” ხსენებული ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ცალსახაა, რომ მსგავსი ღონისძიებები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის პროპაგანდის ნაწილს, რომელიც მიმართულია სოხუმსა და ცხინვალში არსებული საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციისა და ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენის მცდელობისაკენ”, ასევე, საგარეო უწყება დარწმუნებულია, რომ ” მსგავსი პროპაგანდისტული მეთოდებით, შეუძლებელია ზიანი მიადგეს საქართველოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე არაღიარების პოლიტიკას”.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ანტირუსული სანქციის სია გააფართოვა
შემდეგი სტატიახუთმა ჩეჩენმა გეიმ ბელგიის ჰუმანიტარული ვიზა მიიღო