6 აპრილს გურამ რჩეულიშვილს სავარაუდოდ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ

“ცენტრ პოინტ მაგნოლიას” ეპიზოდში ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილს ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება და სავარაუდოდ მოსამართლე მას დარბაზიდან გაათავისუფლებს.

დღეს, საქალაქო სასამართლოში ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე “ცენტრ პოინტის” პროცესი უნდა გამართულიყო, სადაც დაცვის მხარეს მოწმეები უნდა დაეკითხა, თუმცა სასამართლოში გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი არ გამოცხადდა, რაც სხდომის გადადების მიზეზი გახდა.

ამ ეპიზოდში ბრალდებულები არიან მაია და გურამ რჩეულიშვილი. მათ მენაშენეთა თანხების მითვისება და გაფლანგვა ედებათ ბრალად.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებს და “დექსუსის” დამფუძნებელ ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობა-თანხების მითვისებაში ედებათ.

banner
წინა სტატიაშისურსათის ეროვნული სააგენტო გარევაჭრობის აკრძალვის მომხრეა
შემდეგი სტატია“მაინტერესებს რატომ არის დამალული შს მინისტრი” – ელისო კილაძე