6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე, ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება აიკრძალება

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ,
რომ რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან
დაკავშირებით, 6 აგვისტოს, 02:00 საათიდან 05:00 საათამდე, უღელტეხილზე,
ორივე მიმართულებით ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება
აიკრძალება.

ასევე, გაცნობებთ, რომ დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი
ავტოტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის
მიმამრთულებით, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი
სატრანსპორტო საშუალებები – გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით.”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“ლეიბორისტულმა პარტიამ” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა
შემდეგი სტატიაკუჭავა: კონფლიქტი არ არსებობს, პრეზიდენტს უფლებაც არ აქვს, დემარში განახორციელოს საკონსტიტუციო ორგანოს წინააღმდეგ