6-7 ოქტომბერს საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-7 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი.

ამასთან, სინოპტიკოსების პროგნოზით, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

„6 ოქტომბერს, დღის ბოლოდან 7 ოქტომბრის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში), შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

banner
წინა სტატიაშიპასუხი გუმენისის მიტროპოლიტ დიმიტრის ანტიქართულ და დეზინფორმაციულ განცხადებას-რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე
შემდეგი სტატიაიმერეთში მცირეწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს