6 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი და 13 მგელი თბილისის ცენტრში დარბის

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებელი ცხოველები უკვე ქალაქის ცენტრში არიან…
თვითმხილველების მიერ დადასტურებული ინფორმაციით, ვერის უბანში სასტუმრო ,,საქართველოსთან,, ვეფხვი შენიშნეს…
ზოოპარკის ადმინისტრაციის მიერ ქართული ტელევიზიებისათვის მიცემული ცნობით, ზოოპარკის ტერიტორიიდან გაქცეული არიან 6 ლომი, 6 ვეფხვი, 7 დათვი და 13 მგელი. აქედან მხოლოდ 1 დათვი იქნა დაძინებული…
ზოოპარკის ადმინისტრაცია აფრთხილებს მოსახლეობას მოერიდიდონ ქალაქის ცენტრში გარეთ გამოსვლას.
ზოოპარკის დირექტორის განცხადებით, ზოგიერთი ცხოველის დაკავება შეიძლება ვერ მოხერხდეს და მათი ლიკვიდაცია მოხდება.
მოსახლეობას აგრეთვე მოუწოდებენ, რომ გაქცეული ცხოველების აღმოჩენის შემთვევაში დარეკონ 112-ზე.

banner
წინა სტატიაშითბილისში 6 ლომს, 6 ვეფხვსა და 13 მგელს ეძებენ
შემდეგი სტატიადედაქალაქის მასშტაბით გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო