6 თვეში აღებული ნახევარ მილიონ ლარზე მეტი – მელიორაციის სამსახურში დარიგებულ პრემიებს ნაციონალურ მოძრაობაში აპროტესტებენ

ნახევარ მილიონზე მეტი 6 თვის განმავლობაში. ნაციონალურ მოძრაობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ბრიფინგი გაიმართა.

დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განმარტებით, 500 ათასზე მეტი ოდენობის დანამატები მხოლოდ ერთ – მელიორაციის დეპარტამენტში, გაიცა.

„2015 წლის 6 თვეში მელიორაციის დეპარტამენტის დირექტორმა და მისმა თანამშრომლებმა ხელფასის სახით აიღეს 433 435 ათასი ლარი, პრემიის სახით კი 510 398 ლარი. წელს მესამე გრაფა დაემატა – ეს არის დანამატი და დანამატის სახით აიღეს 174 230 ლარი. სულ ჯამში, 6 თვეში ამ თანხამ გადააჭარბა ნახევარ მილიონ ლარს. როდესაც პრემიერის სპეციალური დადგენილება არსებობს, სადაც ნათქვამია, რომ აღარ გაიცემა ხელფასები და დანამატები, როდესაც კახეთში ვაზზე ყურძენი ლპება, გლეხები კი მოსავლის მოკრეფას და ჩაბარებას ვერ ახერხებენ, ჩვენ ვთვლით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ამ უწყების მოქმედება სპეციალური შესწავლის საგანი უნდა იყოს,“ – აცხადებს ირმა ნადირაშვილი.

banner
წინა სტატიაშიანტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ
შემდეგი სტატიაყვარლის რაიონში მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს