6 დაღუპული და 12 დაჭრილი… უკრაინაში ბრძოლები გრძელდება

უკრაინის ანტიტეროსრისტული შტაბის პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ანტიტეროსრისტული ოპერაციის ზონაში 6 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 12 დაიჭრა…
,,სიტუაცია ,,ატო,,ს ზონაში არასტაბილურია… შეიარაღებული პროვოკაცია ხდება თითქმის ყველა მიმართულებით. გუშინ მოწინააღმდეგემ უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ 16 ჯერ გამოიყენა 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები, 2 ჯერ 122 მილიმეტრიანი ქვემეხი და 3 ჯერ ტანკი,, განაცხადა ლისენკომ
უკრაინული მედიის ცნობით, ყველაზე მწვავე სროლები იყო მარიუპოლის მიმართულებით… ბრძოლები ოყო ასევე დონეცკის აეროპორტთან და ლუგანსკის მისადგომებთან.
ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში ერტუგულ აპაკანმა მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს შეწყვიტონ გამოიჩინონ თავშეკავებულობა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაიცვან მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.

banner
წინა სტატიაშიმარიხუანა კიბოს უჯრედებს კლავს
შემდეგი სტატია,,რუსული პლაჟი გუბეზე,, (ვიდეო)