6 დევნილი სტუდენტის სწავლას ბიზნესმენები დააფინანსებენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ხელშეწყობით, 6 დევნილი სტუდენტის სწავლას ქართველი ბიზნესმენები დააფინანსებენ.

როგორც “თაიმერს” სამინისტროდან აცნობეს, ახალი ინიციატივა მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს დევნილთა და განსახლების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. სოზარ სუბარის თქმით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა დღევანდელი პრიორიტეტია, განათლებისათვის ხელშეწყობა კი _ სამომავლო, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი. მან სამინისტროს ინიციატივის გაზიარებისა და დევნილი სტუდენტების მხარდაჭერისთვის”გორმედისა” და “ავერსის” ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა.
“გორმედის” ხელმძღვანელმა გია სვანიძემ აღნიშნა, რომ მათ მემორანდუმი აქვთ გაფორმებული დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან და ამ ფარგლებში არაერთი სასიკეთო საქმე გაკეთდა, თუმცა ბოლო ინიციატივა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ იგი ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება. “ავერსის” ხელმძღვანელმა პაატა კურტანიძემ, თავის მხრივ, სტუდენტებს წარმატებები უსურვა და მომავალში მათ დასაქმებაზე მზადყოვნა გამოთქვა.
ამ ეტაპზე 6 დევნილი სტუდენტის სწავლა დაფინანსდება. 2 მათგანი შიდა ქართლიდან, 4 კი აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში„თავისი შეგნებული ცხოვრებით, სამშობლოს უზომო პატრიოტი იყო“
შემდეგი სტატიააქცია ზუგდიდში