6 დაღუპული და 12 დაჭრილი… უკრაინაში ბრძოლები გრძელდება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 14, 2015 14:58

6 დაღუპული და 12 დაჭრილი… უკრაინაში ბრძოლები გრძელდება

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის ანტიტეროსრისტული შტაბის პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ანტიტეროსრისტული ოპერაციის ზონაში 6 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 12 დაიჭრა..

სხვა სტატიები

უკრაინის ანტიტეროსრისტული შტაბის პრესსპიკერის ანდრეი ლისენკოს განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ანტიტეროსრისტული ოპერაციის ზონაში 6 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 12 დაიჭრა…
,,სიტუაცია ,,ატო,,ს ზონაში არასტაბილურია… შეიარაღებული პროვოკაცია ხდება თითქმის ყველა მიმართულებით. გუშინ მოწინააღმდეგემ უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ 16 ჯერ გამოიყენა 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნები, 2 ჯერ 122 მილიმეტრიანი ქვემეხი და 3 ჯერ ტანკი,, განაცხადა ლისენკომ
უკრაინული მედიის ცნობით, ყველაზე მწვავე სროლები იყო მარიუპოლის მიმართულებით… ბრძოლები ოყო ასევე დონეცკის აეროპორტთან და ლუგანსკის მისადგომებთან.
ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა უკრაინაში ერტუგულ აპაკანმა მოუწოდა დაპირისპირებულ მხარეებს შეწყვიტონ გამოიჩინონ თავშეკავებულობა, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და დაიცვან მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აპრილი 14, 2015 14:58

Google სტატისტიკა


12,796
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics