598 ბინა დევნილთათვის

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 13, 2015 18:21

598 ბინა დევნილთათვის

პირველად, 21 წლიანი დევნილობის შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ პირებს საშუალება ეძლევათ თბილისში ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები მიიღონ.

საბიუჯეტი ასიგნებების ფარგლებში, სამინისტრომ ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფისგან“ 598 ბინა გამოისყიდა, რომლებსაც დევნილებს საკუთრებაში გადასცემს.

14 იანვრიდან, სამინისტრო ოფიციალურად აცხადებს აპლიკაციების მიღებას აღნიშნულ ბინებში განსახლების მსურველი დევნილებისათვის. განაცხადების მიღება 2015 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება და დევნილ ოჯახებს ბინები 2015 წლის აგვისტოში გადაეცემათ.

გარდა ამისა, სამინისტრო ახორციელებს მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პროექტს. მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პირველი კონკურსის შედეგები 29 დეკემბერს გამოცხადდა. კონკურსში გამარჯვებული კომპანიისაგან „სახლი დიღომში“ სამინისტრომ 4 ბინა შეისყიდა, აქედან ერთი სამოთახიანი და სამი ოთხოთახიანი. აღნიშნულ საცხოვრებელ ფართებზე, სამინისტრო ასევე აცხადებს აპლიკაციების მიღებას და კრიტერიუმების შესაბამისად, ბინის მეპატრონეები მრავალსულიანი დევნილი ოჯახები გახდებიან.

თბილისში დევნილებისათვის ბინების გადაცემის პროცესი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 31 იანვარს გამოვლინდება მენაშენეების კონკურსის მე-2 ეტაპის გამარჯვებული სამშენებლო კომპანია.

ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პრობლემა სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად რჩება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი იანვარი 13, 2015 18:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics