თემო მურვანიძე არ გამორიცხავს, რომ ISIS-ის ქართულენოვანი ვიდეოს კვალი სააკაშვილამდე მივიდეს

თემო მურვანიძე არ გამორიცხავს, რომ ISIS-ის ქართულენოვანი ვიდეოს კვალი სააკაშვილამდე მივიდეს

თემო მურვანიძე არ გამორიცხავს, რომ ISIS-ის ქართულენოვანი ვიდეოს კვალი სააკაშვილამდე მივიდესთემო მურვანიძე არ გამორიცხავს, რომ გამოძიებამ ISIS-ის სახელით გავრცელებულ ქართულენოვან ვიდეოსა და სააკაშვილს შორის გარკვეული კვალი აღმოაჩინოს
„სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, „ბოევიკთა“ დაჯგუფებები არსებობდა, რომლებიც სპეციალურ წვრთნებს გადიოდნენ და ეს ჯგუფები მრავალმხრივი გამოყენებისთვის იყვნენ შექმნილნი როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ასევე, სირიის მიმართულებითაც,“ – ეს განცხადება პოლიტიკოსმა თემო მურვანიძემ „თაიმერთან“ საუბრის დროს მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სკანდალური სტატუსი გამოაქვეყნა.
რაც შეეხება სტატუსს, პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ ISIS-ის სახელით გავრცელებულ ქართულენოვანი ვიდეოსა და ოდესის დღევანდელ გუბერნატორ სააკაშვილს შორის შესაძლოა, გამოძებამ გარკვეული კვალი აღმოაჩინოს.
„არსებობს სერიოზული ვარაუდი, არ გამოვრიცხოთ ISIS-ის სახელით გავრცელებული ქართულენოვანი ვიდეოები ისევ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკას უკავშირდებოდეს. ვგულისხმობ იმას, რომ სანამ უკრაინული „ვიკილიქსი“ ოდესის გუბერნატორის და ამერიკელი მაღალჩინოსნის საუბრების ჩანაწერებს გამოაქვეყნებდა, არსებობდა გარკვეული დაუზუსტებელი ინფორმაციები ყოფილი პრეზიდენტის მიერ „ბოევიკთა“ ჯგუფების კონტროლის შესახებ.
ეს ერთი ავანტიურისტის მიერ შექმნილი გასამხედროებული ჯგუფებია, რომლებიც 2012 წელს სამეგრელოს ტყეებში იყვნენ, შემდეგ უკრაინაში ომობდნენ და მათი ნაწილი სირიაში აღმოჩნდა, „ისლამური სახელმწიფოს“ სამხედრო დაჯგუფებებში.
ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად ოდესის გუბერნატორი ყველაფერზე წავა, რათა საქართველოში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ამისათვის მის მიერ კონტროლირებად ტერორისტულ დაჯგუფებებს იყენებს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ ტერორისტების დაკავებას და მათ დაკითხვას, დარწმუნებული ვარ, ის ინფორმაციები, რასაც ისინი ფლობენ სწორედ ამ მიმართულებით, ბევრ საკითხს მოჰფენს ნათელს,“ – წერს პოლიტიკოსი თემო მურვანიძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ირაკლი შოთაძის მთავარი პროკურორობა ძალიან ხანმოკლე იქნება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი ხელოვანები და მეცნიერები რუსთაველისა და ეროვნული პრემიებით დააჯილდოვა