5841 ახალი შემთხვევა და ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 105 ადამიანი – COVID-19 რუსეთში

რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რიცხვი იზრდება.

Worldmeter-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთში კოვიდინფიცირების 5841 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო ვირუსს 105 ადამიანი ემსხვერპლა. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსით 99 399 ადამიანი ინფიცირებული. გარდაცვლილების საერთო რაოდენობა კი 972 შეადგენს. რაც შეეხება განკურნებულებს, რუსეთში კორონავირუსი 10 286 ადამიანმა დაამარცხა.

ცნობისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდ-19-ით 3 მილიოზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. კოვიდინფექცია პირველად ჩინეთში, უხანის პროვინციაში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ვირუსი გადამდებია. კოვიდ-19 200-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.

banner
წინა სტატიაში“სუფთა სახლს” საქმიანობის უფლება აღუდგა
შემდეგი სტატიაბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ჯგუფურად გამოძალვისთვის ბრალდებულ ოთხ პირს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა