555 ათასმა ბრიტანელმა ხელი მოაწერა პეტიციას ახალი რეფერენდუმის შესახებ

555 ათასზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი პეტიციას ხელახალი რეფერენდუმის შესახებ ქვეყნის ბრიტანეთში დარჩენის მოთხოვნით.
პეტიცია, ქვეყნის პარლამენტის გვერდზეა განთავსებული.
წესის თანახმად, ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს იმ შემთხევვაში, თუკი მასზე დასწრებადობა 75%-ზე დაბალი იყო, ან, თუკი რომელიმე პოზიციას 60%-ზე ნაკლები მომხრე ყავდა.

პარლამენტი ვალდებულია განიხილოს პეტიცია, რომელმაც 10 ათასი ხელმომწერი დააგროვა.
გუშინ Change.org -ზე 100 ათასზე მეტი ხმა დააგროვა მეორე პეტიციამ, სადაც ხელმომწერები ლონდონის ქალაქის მერს, სადიკ ხანს თხოვნით მიმართავდნენ ლონდონი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოეცხადებინა და ევროკავშირში დარჩენილიყო.

შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც ხმათა 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშიშტაინმაიერმა ევროკავშირს ბრიტანეთის დასჯისგან თავის შეკავება ურჩია
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში