55 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი

55 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მსახიობი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ზურაბ ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.

თეატრალური სპექტაკლების გარდა, ზურაბ ბერიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში.

banner
წინა სტატიაშიშეთავაზება SOLO-ს მომხმარებლებს – 14 სექტემბერს ისარგებლეთ ულიმიტო 35%-იანი ქეშბექით საბურთალოსა და გლდანის სითი მოლში
შემდეგი სტატიაცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში და გაიგონ სად უნდა მისცენ ხმა