,,ამას სახელმიწფო არ დაუშვებს”(ვიდეო)

ხვალ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის კანდიდატურას დაასახელებს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ გავრცელებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, სადაც მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ პირველი კომენტარი გააკეთა. რამდენიმე წუთის წინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ

,, შეუძლებელია არ შეგაძრწუნოს იმ ცინიზმა და გულგრილობამ რომელსაც ეს პირები იჩენენ და რომლებსაც ოდესღაც ჩვენი ქვეყნის ბედი ებარათ. ეს არის მაგალითი რამდენად ამორალურია მათი მიდგომა ჩვენი ხალხისა და ქვეყნის მიმართ. ეს არის ხალხი რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს ვინც არბევდა ტელევიზიებს, ვინც ბიზნესმენებისთვის ფულის გამოძალვით იყო დაკავებული, ვინც ციხეში შექმნა ისეთი სისტემა რომელმაც ლაფში ამოსვარა ჩვენი ქვეყნის სახელი. მათ ჯერაც ვერ გააცნობიერს რომ საქართველოში დემოკრატია და ბევრად უფრო ძლიერია ჩვენის სახელმწიფო ვიდრე ეს ვინემს წარმოუდგენია. ყველა უსაფრთხოების სამახური და პოლიცია 24 სააათის განმავლობაში მუშაობს რომ მაქსიმალურად დავიცვათ თითეული მოქალაქის უსაფრთხოება და სიმშვიდე. მე მქონდა ოპერატიული თათბირი უსაფრთხოების და პოლიციის სამსახურებთან ჩვენ სიტუაციას სრულად ვფლობთ და ვაკონტროლებთ. მინდა მივმართო მოსახლეობას შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ვეცადოთ ამაზე მაღლა დავდგეთ. მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისა ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და არ დავუშვათ არეულობა. ამას სახელმიწფო არ დაუშვებს. შესაბამისი სამსახურები საქმეს გამოიძიებენ ბოლომდე და ნებისმიერ პროვოკაციას აღკვეთენ და მიიღებენ ყველა საჭირო ზომას. მეც მიჭირს ემოციების გარეშე ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. თავი შეიკავოს ყველამ ამ პროცესის პოლიტიზირებისგან და სასამართლოზე ზეწოლისგან. მიეცით სისტემას მუშაობის საშუალება მოგიწოდებთ ყველას. მივმართავ კატეგორიულად ყველას კარგად დაფიქრდით უნებურად არ აღმოჩნდეთ ბრმა იარაღი ვიღაცის ბინძურ გეგმებში. სახელმწიფო იღებს პასუხიმგებლობას და გარანტი ვიქნებით იმის, რომ თითეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული” – განაცხადა პრემიერმა.

https://youtu.be/u1_qj88y1c4

banner
წინა სტატიაში,,მივიღებთ შეზღუდულ სიტყვის თავისუფლებას, ოპოზიციის დემორალიზაციას და არჩევნებისთვის ბიძინას დიდ უპირატესობას”
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი გადაიდო