დაკავებულ ჟურნალისტებს შორის არის გალის რაიონის მკვიდრი, ჟურნალისტი მანანა გოგოხია

http://www.smoge.org/?p=24903

http://www.smoge.org/?p=24903გალის რაიონის სოფელ თაგილოში რუსმა ე.წ-მა მესაზღვრეებმა ინტერნეტგამოცემა “სოხუმი-მოსკოვის სამი ჟურნალისტი დაახლოებით სამი საათის წინ გალი-ზუგდიდის ე.წ “საზღვართან დააკავეს. დაკავებულ ჟურნალისტებს შორის არის ტყვარჩელის  მკვიდრი, ჟურნალისტი მანანა გოგოხია.

ინტერნეტ გამოცემის ჟურნალისტების დაკავების ფაქტს თაგილონის ადგილობრივი მოსახლეობა შეესწრო. საინფორმაციო სააგენტო smo.ge თაგილონის მკვიდრს დ.ხ-ს დაუკავშირდა, რომელიც ზუსტად იმ წუთებში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა.

“სამი ჟურნალისტი დილიდან იმყოფებოდა ჩვენს სოფელში და ისინი სოციალურ საკიხებზე აკეთებდნენ რეპორტაჟს. იღებდნენ სოფლის ფოტოებს და დიქტოფონზე იწერდნენ ადგილობრივ მოსახლეობას. მეც ჩავეწერე ამ ჟურნალისტებს და ყველა იმ კითხვაზე გავეცი პასუხი რაც დამისვეს. რამდენიმე წუთში ორი მანქანით და ერთი ბეტეერით მოვიდნენ რუსები და ჟურნალისტებს დამორჩილება უბრძანეს. ამათმა წინააღმდეგობა გაუწიეს და პასუხს სთთხოვდნენ თუ რის გამო აკავებდნენ. ისინი ძალით ჩასვეს ურალის ტიპის ავტომანქანაში და წავიდნენ სამხედრო ბაზის მიმართულებით.”-აცხადებს დ.ხ smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას.

ჯერჯერობით დაუდგენელია თუ სად იმყოფებიან ამ დრომდე დაკავებული ჟურნალისტები. ერთ-ერთი ვერსიით ისინი ჯერ კიდევ ახლომდებარე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არიან. სავარაუდოდ მათ ბრალას საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებათ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი ქიბარ ხალვაშზე–”სიმპატიებით ვარ გამსჭვალული ქიბარის მიმართ”
შემდეგი სტატია„მისი მოწოდება იყო ის, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილება მიეღო მშვიდ გარემოში, აჩქარების გარეშე,” – კახა კოჟორიძე პრეზიდენტზე საუბრობს