54 წლის ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისში ჩხობაძის სახელობის კოვიდცენტრის ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა.

54 წლის ქალი ორი კვირის წინ დაინფიცირდა. კლინიკის დირექტორის, გიორგი ბაბუნაშვილის ინფორმაციით, ინფიცირების წყარო უცნობია. ის არ გამორიცხავს, რომ დაინფიცირება პაციენტისგან მოხდა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილს თანმხლები დაავადება, დიაბეტი ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind-ი ონლაინ რეჟიმში გაიმართება
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის შენობის წინ აქციის მონაწილეებმა კაფე გახსნეს