არც ერთ კანდიდატურაზე არ მინდა, რომ წინასწარ ჩემი კომენტარი გავაკეთო

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კოტე კუბლაშვილის განცხადებით, პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით ვადები შეზღუდული არ აქვს.
როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის არც ერთ კანდიდატურაზე შეფასებას არ აკეთებს.
“არც ერთ კანდიდატურაზე არ მინდა, რომ წინასწარ ჩემი კომენტარი გავაკეთო. ეს არც აქამდე გამიკეთებია. საბოლოოდ, ჯამში ეს ყველაფერი არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი. რა პროცედურებიც ახლა მიმდინარეობს, ამის უფლება პრეზიდენტს აქვს, თუმცა ასევე უფლება ჰქონდა, რომ ამის გარეშე თავად საკუთარი ადმინისტრაციის დახმარებით შეერჩია ერთ-ერთი კანდიდატი. ასე, რომ უნდა დაველოდოთ, ვადები განსაზღვრული არსად არ არის. მას შეუძლია დაასახელოს კანდიდატი როგორც ახლა, ასევე ერთი თვის შემდეგ, ან ორი თვის შემდეგ. ანუ არსად ეს ვადები არ წერია, თუმცა, ბუნებრივია, რომ უკეთესია დაასახელოს იმ დროს, როდესაც არ იქნება დიდი წყვეტა ჩემს უფლებამოსილებას და ახალი თავმჯდომარის უფლებამოსილებას შორის”, – განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა მას რაიმე ინიციატივა და საკუთარ კანდიდატურას წარუდგენს თუ არა პრეზიდენტს, კუბლაშვილი აცხადებს, რომ მას ინიციატივა არ აქვს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

banner
წინა სტატიაშიბრისბენში პუტინმა მერკელი შოკში ჩააგდო
შემდეგი სტატიააფხაზეთში ნაადრევი გაზაფხული დადგა