53%: საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს

NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არსებობს, 30% – არ ეთანხმება, 17%-მა კი არ იცის.
ამავე კვლევით, 45%-ს მიაჩნია, რომ საქართველოში ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა არსებობს, 29% არ ეთანხმება, 26%-მა არ იცის.
44% მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებობს აშშ-დან მომავალი პროპაგანდა, 28% არ ეთანხმება ამ მოსაზრებას, 28% კი არ იცის.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 53%-ის აზრით რუსული პროპაგანდა საქართველოში ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება, 32%-ის აზრით – პოლიტიკური პარტიების მეშვეობით, 28%-ის აზრით – ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 12% ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით, 11-ს კი მიაჩნია, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება.
კვლევაში მონაწილეთა 66%-ის აზრით, ევროკავშირიდან მომავალი პროპაგანდა საქართველოში ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება, 31%-ის აზრით ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 23%-ის აზრით – პოლიტიკური პარტიებით, 11% ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებით, ხოლო 8%-ის აზრით არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით.
გამოკითხულთა 66% მიიჩნევს, რომ აშშ-დან პროპაგანდა საქართველოში ქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება, 32%-ი ფიქრობს, რომ ინტერნეტითა და სოციალური მედიით, 26%-ის აზრით, პოლიტიკური პარტიების მეშვეობით, 10%-ის აზრით, სამოქალაქო საზოგადოების, ხოლოდ 9%-ს მიაჩნია, რომ აშშ-დან მომავალი პროპაგანდა საქართველოში არაქართულენოვანი სატელევიზიო არხებით ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაNDI – ქვეყნის მიმართულებით უკმაყოფილოთა რიცხვი გაზრდილია