20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

53 კილოგრამზე მეტი “ჰეროინის” შემოტანისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შენახვისთვის ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 53299,905 გრ. „ჰეროინის“, 1502,132 გრ. „მორფინის“ და 751,0659 გრ. „კოდეინის“ შემცველი ნივთიერებები, რომელიც საბაჟო გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდი’’-ს გამოვლით, უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა). 260 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გადაზიდვა), 260 სეკუნდა მუხლის მეცხრე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გადაცემა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმის შემთხვევაში, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს
შემდეგი სტატია“კოალიცია ცვლილებისთვის”: ვახო სანაია მისი დაუმორჩილებლობისა და სიმტკიცისთვის ისჯება