52 წლის მამაკაცმა 18 წლის ბიჭი გულის არეში დაჭრა – რა მოხდა გურჯაანში?!

სისხლიანი ანგარიშსწორება გურჯაანში – პოლიციამ 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ყ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

შშს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ყოფით საკითხზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, 2007 წელს დაბადებული ზ.ნ. დანის გამოყენებით  გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, დაჭრილი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება  ჩაუტარდა.

პოლიციამ გ.ყ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის  იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული  15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ოცნებამ” ისტორიიდან უნდა ისწავლოს, თავისუფალი ხალხი გაიმარჯვებს” – უილსონი
შემდეგი სტატია“ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს