5,2 მილიონი უკრაინელი ბავშვი ჰუმანიტარულ დახმარებაზეა დამოკიდებული – UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, 5 მილიონზე მეტი უკრაინელი ბავშვი – 3 მილიონი ბავშვი ქვეყნის შიგნით და 2,2 მილიონზე მეტი ლტოლვილთა მასპინძელ ქვეყნებში ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

უწყების ცნობით, ყოველი სამი ბავშვიდან თითქმის ორი იძულებით გადაადგილებულია ომის გამო.

UNICEF-ის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ სულ მცირე 262 ბავშვი დაიღუპა და ასობით სკოლა დაზიანდა.

OHCHR-ის მიერ დამოწმებულ ანგარიშებზე დაყრდნობით, უკრაინაში ყოველდღიურად საშუალოდ ორზე მეტი ბავშვი იღუპება და ოთხზე მეტი იჭრება.

“1 ივნისი არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე უკრაინაში და მთელ რეგიონში. ამ მოვლენის აღნიშვნის ნაცვლად, ჩვენ სარიოზულად ვუახლოვდებით 3 ივნისს – ომის მე-100 დღეს, რომელმაც მილიონობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა”, – თქვა UNICEF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გარეშე, ბავშვების ტანჯვა გაგრძელდება და ომის შედეგები გავლენას მოახდენს დაუცველ ბავშვებზე მთელ მსოფლიოში.

banner
წინა სტატიაში30 700 ჯარისკაცი, 1 361 ტანკი, 3 343 ჯავშანტექნიკა – რუსი ოკუპანტების დანაკარგი
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა სლავიანსკი, სევეროდონეცკი და რაიგოროდოკი დაბომბეს- არიან დაღუპულები და დაშავებულები