52 ინფიცირებული და ორი გარდაცვლილი – ეპიდვითარება მარტვილში

მარტვილში, კორონავირუსით ინფიცირების 52 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, სულ სწრაფი ტესტით გაიტესტა 300-მდე ადამიანი. ამასთანავე, ცნობილი ხდება, რომ ბოლო 24 საათში მარტვილის მკვიდრი ორი ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა.

“თაიმერის” ინფორმაციით, გარდაცვლილები კლინიკაში იყვნენ მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა, როგორც მარტვილის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში ჩვენს კორესპონდენტს განუცხადეს. გარდაცვლილებს თანდმევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაში14 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში 767 882 აცრა ჩატარდა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ სოფლის მეურნეობაში, ბოლო რვა წელიწადში, 2 მილიარდ ლარზე მეტი არის ინვესტირებული