512 კილოგრამი უაქციზო თუთუნის შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვა – რეალიზაციის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვემო ქართლის რეგიონში ამოღებულია 512 კილოგრამი უაქციზო თუთუნი, რომლის საბაზრო ღირებულება 56 000 ლარს აღემატება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიყაზახეთში საქართველოს ელჩ ზურაბ აბაშიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია 8 კორპუსში მიმდინარეობს