51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 5, 2018 15:31

51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

მნიშვნელოვანი

  • 51- ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენია აცხადებს, რომ ის აღნიშნულ სკოლაში დირექტორის მოადგილის თანამდებობას აღარ იკავებს.

სხვა სტატიები

51- ე სკოლის დირექტორის მოადგილე თინათინ ყენია აცხადებს, რომ ის აღნიშნულ სკოლაში დირექტორის მოადგილის თანამდებობას აღარ იკავებს.

ამის შესახებ ყენიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ყენია აცხადებს, მან სკოლა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ დატოვა.

შეგახსენებთ რომ, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნით, უნდა დადგეს 51-ე სკოლის დირექტორისა და მოადგილის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

ასევე, დასკვნის თანახმად, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, ასევე უნდა დაეკისროთ მანდატურებს, მათ შორის მანდატურის სამსახურის უფროსს და მანდატურის სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს უფროსს.

ხორავას ქუჩაზე 11-ე კლასის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე 1-ელ დეკემბერს მოკლეს. ცნობისთვის, გუშინ, თანამდებობიდან ასევე გადადგა პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ხათუნა ბარაბაძეც.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 5, 2018 15:31