51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა

“კურიერის” ინფორმაციით, 51-ე სკოლის დაჭრილი მოსწავლე გარდაიცვალა. თბილისში 51-ე სკოლის 2 მოსწავლე ცოტა ხნის წინ დაჭრეს.

შემთხვევა ხორავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომელიც ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას N4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

banner
წინა სტატიაშინაციონალური მოძრაობა: სპეცოპერაციისას დაზარალებულებს 5000 ლარი უნდა გადაეცეთ
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების“ ხელისუფლება ნებისმიერ დამნაშავეს შეეკვრებოდა”- გოცირიძე