თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მამაკაცი პირადი ავტომობილით რკინის ბარიერს ორჯერ შეეჯახა, რის შემდეგაც ხელში ორი დანით მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციას აფრთხილებდა, რომ მიახლოების შემთხვევაში სუიციდს ჩაიდენდა.
სამართალდამცველებმა, რამდენიმე წუთში მისი დაკავება შესძლეს.
ინციდენტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გამოცემა OC Media-ს წარმომადგენელმა, რობინ ფაბრომ გაავრცელა.
















